დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 655 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 701 შემთხვევა, აჭარა – 392, იმერეთი – 130, ქვემო ქართლი – 85, შიდა ქართლი – 50, გურია – 31, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 101, კახეთი – 87, მცხეთა-მთიანეთი -29, სამცხე-ჯავახეთი – 43, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 30 943 საიდანაც: 6 082 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 060, აჭარაში – 715, იმერეთში – 824. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 214 პირი, მათ შორის, თბილისში – 551, აჭარაში – 112, იმერეთში -277. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 243 პირი, მათგან თბილისში – 179, აჭარაში – 7, იმერეთში – 15. 2 228 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 041 – თბილისში, 819- აჭარაში. 22 633 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 55 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 50, ხოლო აჭარაში – 5; სულ 6 ოქტომბრიდან – 1 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 990 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 22 171 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 7 125, პირი, აჭარაში – 4 315, იმერეთში – 2 602.