თერჯოლის ე.წ. ცხელების ცენტრს ბოლო 24 საათის განმავლობაში 30-მა პაციენტმა მიმართა.
ექვსი პაციენტის ბიოლოგიური ნიმუში ლაბორატორიაში გადაიგზავნა. ორი პასუხი უარყოფითია, ოთხის შედეგებს კი დღის ბოლომდე ელოდებიან.
კლინიკის დირექტორის ლადო კეპულაძის ინფორმაციით, ხუთის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო, მათ მაღალი ტემპერატურა აღენიშნებათ, ერთს კი თვითიზოლაციის რეკომენდაცია მიეცა.
,,რაც შეეხება დანარჩენ 24 პაციენტს, მათ ნაცხის აღებაზე უარი განაცხადეს. მოხდა მათი ლაბორატორიული და რენდგენოლოგიური კვლევა. მათი სიმოტომატიკიდან გამომდინარე, მდგომარეობა იყო სტაბილური, ამიტომ პროტოკოლის მიხედვით მიეცათ თვითიზოლაციის რეკომენდაცია და ოჯახის ექიმები დააკვირდებიან“, – განაცხადა ლადო კეპულაძემ.
imedinews.ge