თენგიზ ცერცვაძე თანამდებობაზე რჩება. ინფექციური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური უფროსის, გიორგი ბერიძის განცხადებით, ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თავის მოვალეობას აგრძელებს.
მისი თქმით, თენგიზ ცერცვაძე მმართველი გუნდისა და “ქართული ოცნების” მხარდამჭერად რჩება, თუმცა, პარლამენტში დეპუტატად თუ თუნდაც პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციაზე მოღვაწეობის სურვილი არასდროს ჰქონია.
მისივე ინფორმაციით, ის ხვალ აჭარაში გაემგზავრება.