,,კაცი რომელიც დააკლდა ქალაქს და კაცმა რომელმაც გვასწავლა კაცთმოყვარეობა…
დღეს თემურ ძიძიგურის დაბადების დღეა!” – წერს სოციალურ ქსელში შალვა კამლაძე და ფოტოებს აქვყენბს.
ცნობილი ქუთაისელი ექიმი, მხატვარი, მუსიკოსი, ფოტოხელოვანი და სამოქალაქო აქტივისტი თემურ ძიძიგური დღეს 66 წლის გახდებოდა. გამორჩეულ ქუთაისელს, იაკობ გოგებაშვილის ქუჩაზე, საკუთარ სახლთან მემორიალური დაფა გაუხსნეს.
ქუთაისის კოლორიტი და ქალაქის საპატიო მოქალაქე უმძიმეს დაავადებასთან ბროლაში გასულ წელს, 3 აგვისტოს, 65 წლის ასაკში გარდაიცვალა.