თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში საცხოვრებელი სახლი გაქურდეს.
გავრცელებული ინფორმაციით, სახლიდან, სადაც ქალბატონი მარტო ცხოვრობს, წაღებულია ოქროს სამი ნივთი და 1000 ლარი. მეპატრონის თქმით, დამნაშავე სახლში იმ დროს შევიდა, როცა იქ არავინ იმყოფებოდა. მან გამოძიებასთან დაასახელა ეჭვმიტანილი პირიც.
შემთხვევის ადგილი უკვე დაათვალიერეს ექსპერტ-კრიმინალისტებმა. ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.