მოძრაობა “თავისუფლება ვაჟა ექიმს” აქციას აანონსებს. ამის შესახებ ინფორმაცია მოძრაობამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, “თეთრი ხალათების” აქცია 18 ნოემბერს, სამედიცინო დაწესებულებების წინ, 12 საათზე გაიმართება.
“თეთრი ხალათების” აქცია ვაჟა გაფრინდაშვილისთვის!
როდის?
ორშაბათს 18 ნოემბერს 12:00 სთ-ზე
სად?
ჩვენი სამუშაო ადგილების, სამედიცინო დაწესებულებების წინ (საფეხმავლო ნაწილზე)
რისთვის? გამოვუცხადოთ მხარდაჭერა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის! გავაპროტესტოთ უკანონო დაკავების ფაქტი.
დავდგეთ ერთად თეთრი ხალათებით და 5 წუთის განმავლობაში მდუმარე აქციით გამოვხატოთ პროტესტი.”