სავალალო მდგომარეობაში მყოფი შალვა ამირანაშვილის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის, უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლიდან უნდა გავიტანოთ ექსპონატები დაცულ, დროებით ადგილას, მანამ სანამ ჩვენ ამ ძეგლს აღვადგენთ. ამავე ადგილას ამ ძეგლის აღდგენის შედეგად, უკვე აღდგენილ შენობაში განვაახლებთ ამავე მუზეუმს და როდესაც მუზეუმი იქნება აღდგენილი და მზად, რომ მიიღოს თანამედროვე პირობებში და სტანდარტების დაცვის ეს ექსპონატები, ეს ექსპონატები დაბრუნდება, – მის შესახებ კულტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, შენობის მდგომარეობა არის მძიმე და დიდი ფინანსური დანახარჯი იქნება საჭირო, თუმცა შეთანხმება შედგა იმაზე, რომ მუზეუმისთვის 2022 წლიდან შესაბამის ასიგნებები ეტაპობრივად გამოიყოფა.
„ჩვენ გუშინ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრის სერიები, მათ შორის სახელმწიფო უწყებებთან და კიდევ ერთხელ ჩამოვყალიბდით იმაზე, რომ შალვა ამირანაშვილის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმთან დაკავშირებით ჩვენი, სახელმწიფოს პოზიცია იყო და იქნება ურყევი. კერძოდ, იგულისხმება ის, რომ ჩვენ პირველ რიგში, ამ სავალალო მდგომარეობაში მყოფი უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლიდან უნდა გავიტანოთ ექსპონატები დაცულ, დროებით ადგილას, მანამ სანამ ჩვენ ამ ძეგლს აღვადგენთ. ამავე ადგილას ამ ძეგლის აღდგენის შედეგად, უკვე აღდგენილ შენობაში განვაახლებთ ამავე მუზეუმს და როდესაც მუზეუმი იქნება აღდგენილი და მზად, რომ მიიღოს თანამედროვე პირობებში და სტანდარტების დაცვის ეს ექსპონატები, ეს ექსპონატები დაბრუნდება. ჩვენ ვიცით, რომ ეს არის ძალიან დიდი შრომა. შენობის მდგომარეობა, რომელსაც ბოლო 15-20 წლის განმავლობაში არავინ შეხებია და სამწუხაროდ, მზრუნველობის ქვეშ ნაკლებად იყო, არის მძიმე მდგომარეობაში და დიდი ფინანსური დანახარჯი იქნება საჭირო, მაგრამ შევთანხმდით იმაზე, რომ მიუხედავად მრავალი გამოწვევისა, ჩვენ უკვე 2022 წლიდან შესაბამის ასიგნებებს ეტაპობრივად გამოვყოფთ. დანიშნულია შენობის აღდგენის კონსტრუქციულ ნაწილში პროექტის ხელმძღვანელი ეს გახლავთ ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოში მომუშავე ძალიან ღვაწლმოსილი და გამოცდილი ადამიანი, კონსტრუქტორი ბატონი გიგლა ჭანუყვაძე. რა თქმა უნდაა , ერთი ადამიანი ამას ვერ გაწვდება და ჩვენ ველოდებით, რომ მან მისი შეხედულებისამებრ პროფესიონალების გუნდი დააკომპლექტოს. შემდეგ უკვე მოვიწვევთ ამავე ჯგუფში სამუშაოდ როგორც არქიტექტორ-რესტავრატორებს, ასევე ხელოვნებათმცოდნეებს და დავიწყებთ პროცესს, იმისთვის, რომ განახლების და აღდგენის კონსტრუქციული და რა მხოლოდ პროექტი იყოს მზად და როგორც თანხებთან დაკავშრებით მოგახსენეთ, მომავალი წლის ასიგნებებიდან ეს რომ იყო საქართველოს ბიუჯეტის შესახებ კანონში გათვალისწინებული“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ვიცე-პრემიერის თქმით, 5 აგვისტომდე კონკრეტული სივრცე დასახელდება, თუ სად მოთავსდება დროებით საცავში ასეულობით ათასი ექსპონატი.
„რაც შეეხება ექსპონატებს, ჩვენ სამოქმედო გეგმაში ვთქვით, რომ 5 აგვისტოსთვის უნდა ვთქვათ, სად შეიძლება მანამ, ვიდრე 1835 წელს ზუბალაშვილების მიერ აგებული ეს შენობა განახლდება, გამაგრდება, ეს იქნება ძალიან დიდი ტექნიკური სირთულე, მაგრამ პროექტი გაკეთდება და ეს ითხოვს დროს, ამასობაში სად უნდა მოთავსდეს დროებით საცავში ასეულობით ათასი ექსპონატი. ჩვენ ვთქვით, რომ 5 აგვისტომდე სივრცეების იდენტიფიცირებას მოვახდენდით. მე ვვარაუდობ, რომ დღის ბოლომდე თუ არა ხვალ, ყოველ შემთხვევაში, 5 აგვისტომდე კონკრეტულ სივრცეს ჩვენ ვიტყვით, თუმცა აქვე შემიძლია გითხრათ, რომ ეს ექსპონატები შორს ვერ გადაადგილდება, განსაკუთრებით ოქროს ფონდში არის ისეთი მდგომარეობა, რომ ზოგიერთი ექსპონატი ფიზიკურად ვერ აიტანს შორს გადაადგილებას. ამიტომ, ის ორი სივრცე, რომელზეც შეიძლება იყოს საუბარი, ამაზე დღეს ხვალ გვაქვს ვადა და მოგახსენებთ, არ იქნება თვითონ კონკრეტული მუზეუმისგან შორს მდებარე სივრცეები, სადაც დროებითი საცავები მოეწყობა, ვიდრე თვითონ მუზეუმი იქნება აღდგენილი და განახლებული“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.