“ფონდი სოხუმი” მანანა გოცირიძეს ემშვიდობება. მანანა წლების განმავლობაში ფსიქოლოგად მუშაობდა ორგანზიაციაში და ერთგულად ემსახურებოდა საქმეს.
“აღარ გვყავს მანანა გოცირიძე – ჩვენი ფსიქოლოგი, საუკეთესო მეგობარი და მრჩეველი.
ყველას თანამდგომი და შემწე, გულშემატკივარი და მოჭირისუფლე.
თბილი, ყურადღებიანი, მზრუნველი, ღიმილიანი და სიყვარულით სავსე.
დაუზარელი და საიმედო ადამიანი, რომელიც უამრავ ადამიანს ხვდებოდა და ეხმარებოდა დასავლეთ საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში… ემიგრაციაში წასული ქალებიც ურეკავდნენ, რჩევას ეკითხებოდნენ და ისიც უადვილებდა ყოფას…
გულსატკენია, რომ ასე ნაადრევად წავიდა ჩვენგან ადამიანი, რომელიც უშურველად გასცემდა სიკეთეს და სანაცვლოდ არაფერს ითხოვდა… ნათელი მის სულს!”- ვკითხულობთ ფონდი სოხუმის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში.
ქალბატონი მანანა ოჯახში ძალადობის საკითხთან დაკავშირებით მეგა ტვ-მა 2024 წლის სექტემბერში ჩაწერა. მანანა გოცირიძემ მხოლოდ ერთი ინტერვიუთი შეძლო ჩვენთვის თავის შეყვარება და თბილ მოგონებად დარჩა ჩვენს მეხსიერებაში. მეგა ტვ-ის სახელით ვუსამძიმრებთ მის ოჯახსა და ახლობლებს.