ძლიერმა წვიმამ თბილისსა და მის შემოგარენში პრობლემები შექმნა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განცხადეს, რომ უწყებაში 40-მდე შეტყობინება შევიდა.
მათივე ცნობით, ყველა შეტყობინებაზე შესაბამისი რეაგირება მოხდა.
ცნობისთვის, უხვი ნალექის გამო, თბილისში დაიტბორა რამდენიმე ქუჩა, განსაკუთრებით რთული მდგომარეობა იყო წყნეთში, მოქალაქეების ნაწილს წყალი საცხოვრებელ სახლებში შეუვარდა.