დიღმის მასივში საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალი დააყაჩაღეს.
დეტალები ჯერ უცნობია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მძარცველმა თანხა გაიტანა და მიიმალა.
შსს ფაქტს ადასტურებს და აცხადებს, რომ გამოძიება დაიწყო.
ეს უახლოეს ერთ თვეში საქართველოს ბანკზე თავდასხმის მეორე შემთხვევაა.