საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდა.
ძლიერი ქარის გამო თბილისში ორ ქალს ხე დაეცა. შემთხვევა ვარკეთილში, ხომლელის ქუჩაზე, დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.
როგორც „პრაიმტაიმს“ სასწრაფოში განუცხადეს, ორივე ქალი ბრიგადამ საავადმყოფოებში გადაიყვანა. ერთ-ერთი მათგანი გათიშული იყო.
როგორც ადგილობრივი ამბობს, ხე გაზის მილსაც დაეცა, რის გამოც ქუჩაზე გაზის მომარაგება შეწყვეტილია.