თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე ერთი ადამიანი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით, მოხდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ “მთავარი არხის” ვებგვერდს განუცხადა, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.