თბილისის ერთ-ერთ სკოლაში მოზარდებს შორის დაპირისპირება მოხდა. აღნიშნული ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ. ამასთან, არსებული ინფორმაციით, მოზარდი ამ დროისთვის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება.
„აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიწყო 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს. შეტყობინება მომხდარის შესახებ შსს-ში სკოლის მანდატურისგან შემოვიდა,“ – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.