საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები 11.85%-ით შემცირდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში ამ ტიპის 13 044 დანაშაული გამოვლინდა, გასული წლის იმავე პერიოდში კი 14 797.
წელს 9 თვეში საკუთრების კუთხით ყველაზე ხშირად გამოვლენილი დანაშაული თაღლითობა იყო. უფრო კონკრეტულად, ამ ტიპის დანაშაულებმა საანგარიშო პერიოდში 963 შეადგინა.
გარდა ამისა, იანვარ-სექტემბერში საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილი სხვა დანაშაულები ასე გამოყურება:
- ნივთის დაზიანება ან განადგურება 787 შემთხვევა;
- ქურდობა ბინაში შეღწევით – 541 შემთხვევა;
- მითვისება, გაფლანგვა – 302 შემთხვევა;
- გამოძალვა – 101 შემთხვევა;
- ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით – 127 შემთხვევა;
- წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა ან გასაღება – 85 შემთხვევა;
- ქონებრივი დაზიანება მოტყუებით – 73 შემთხვევა;
- ყაჩაღობა ბინაში შეღწევით – 9 შემთხვევა;
- ძარცვა ბინაში შეღწევით – 2 შემთხვევა.
ცნობისთვის, დარჩენილი გამოვლენილი შემთხვევები სხვა დანაშაულებზე მოდიოდა.