” იმ მშობლების საყურადღებოდ!!! სკოლებთან ჯიპებს ზებრაზე რომ აპარკინგებთ!!!
გასაგებია, რომ თქვენი შვილები გენანებათ 10-20 მეტრი მანძილის გასავლელად და პირდაპირ მერხიდან მანქანაში გინდათ ჩაასკუპოთ
მაგრამ იმ ბავშვებს რას ერჩით, ზებრას რომ მიჩერებიან, რათა გზის მეორე მხარეს გაჩერებულ ავტობუსს მიუსწრონ და ვინ იცის კიდევ შემდეგ ფეხით რამდენი უნდა იარონ.
სამწუხაროდ, უმეტესობა თან დედიკოები იქცევიან ასე, ჩართავენ ავარიულებს და ზედ ზებრაზე ტოვებენ მანქანებს
დაფიქრდით სხვებზეც!!!!
აკეთეთ სიკეთე!!!!” – წეს მოქალაქე ანონიმურად ერთ-ერთ ჯგუფში.
აღნიშნულ საკითხზე ხშირად წერენ მოქალაქეები, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად კი თემა კვლავ გააქტიურდა. განსაკუთრებით საცობებია ნომერ პირველ, მესამე და მეორე სკოლებთან.
მეორეს მხრივ კი ასევე უნდა აღინიშნოს რომ ქალაქის ცენტრში ზოგადად პარკირების პრობლემაა. ახალი შენობები უმეტესწილად მიწისქვეშა პარკინგის გარეშე შენდება, ქალაქში იმატებს მანქანების ოდენობა, ისედაც ვიწროქუჩიებიანი ცენტრი კი მომატებულ ნაკადს ვეღარ აუდის. მოქალაქეთა ნაწილი გამოსავალს ცენტრი განტვირთვასა და გარეუბნების განვითარებაში ხედავს: