ხატმწერი, ფერმწერი, რესტავრატორი და კონდიტერი – აღნიშნული საქმიანობებისადმი ინტერესი თამარ ჯიხვაშვილს ბავშვობიდან გაუჩნდა. თავიდანვე ზუსტად იცოდა რა უნდოდა. დაამთავრა ხელოვნების ლიცეუმი, შემდეგ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ფერწერა-რესტავრაციის ფაკულტეტზე ჩაირიცა. ფერწერის რესტავრატორად არაერთ ექსპედიციასა და პროექტში იყო ჩართული. გელათის საულიერო აკადემია-სემინარიაში იკონოგრაფიისა და ხატწერის კურსის ლექტორადაც მუშაობდა.
თამარი უცხოეთის გამოფენებში ხშირად იღებს მონაწილეობას. 2017 წელს ევროპის ქვეყნებში ლუქსემბურგსა და გერმანიაში აბსტრაქციები შეასრულა.
თამარი ყველაფერთან ერთად კონდიტერიცაა. აინტერესებს სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს გემოები. აქვს საკონდიტროს ფრანგული ხაზი. თუმცა ეს მისთვის არა უბრალოდ პროდუქტი, არამედ ხელოვნებამდე აყვანილი გემრიელი მშვენიერებაა.
სამომავლოდ თამარი თავისი საქმიანობის განვითარებას და პერსპექტივას ევროპაში ხედავს . ფიქრობს რომ ნიჭთან ერთად შრომითა და საქმის სიყვარულით ბევრს მიაღწევს.