თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმე დაიხურა. ამის შესახებ განცხადება პროკურატურაში გაკეთდა. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.