ჭირსაც წაუღია ყველა არჩევნები, როდესაც საქმე ეხება ამ ისტორიულ ძეგლს, რომელმაც საუკუნებს გაუძლო და ახლა საარჩევნოდ, რაღაც პოლიტიკური ქულების დაწერის გამო ისე შეიძლება დაზიანდეს რომ შეუძლებელი გახდეს მისი გამოსწორება – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის მერობის კანდიდატა გიგა შუშანიამ გელათის მონასტერში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ტაძრების სახურავის დაზიანებული ნაწილის თუნუქით გადახურვა მიმდინარეობს, რითაც კულტურული მემკვიდროების სააგენტო ხარვეზების დროებით დამალვას ცდილობს.
შუშანიას თქმით, ხელისუფლება ცდილობს, პრობლემა არჩევნებამდე დამალოს, რასაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ეწირება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ხელისუფლებას პრობლემის დაუყოვნებლივ მოგვარებისკენ მოუწოდებს.
“კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ აღიარა და ახლა დაიწყო მეორადი გადახურვა, თითქოს მხოლოდ 16% ამ კრამიტის გადახურვის უხარისხო. სინამდვილეში მთლიანად დიდი ტაძრის გუმბათი და წმინდა გიორგის ეკლესია არის საფრთხის ქვეშ, იმიტომ რომ ორვე ტაძარში მიმდინარეობს მხატვრობის დაზიანების პროცესი. ახლა არჩევნების წინ მათ არ უნდათ აღიარონ რომ მთლიანად უხარისხოდ ჩაატარეს ორივე ტაძრის გადახურვა და კონკრეტულმა ჩინოვნიკებმა ფული გააკეთეს ამ ყველაფერში. ახლა უნდათ რომ როგორმე მიიტანონ ეს ამბავი არჩევნებამდე, მაგრამ მე მინდა ვუთხრა ქართულ ოცნენას, არ შეიძლება, ჭირსაც წაუღია ყველა არჩევნები, როდესაც საქმე ეხება ამ ისტორიულ ძეგლს, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო და ახლა ჩვენი დაუდევრობით, კონკრეტული ადამიანების დაუდევრობით, საარჩევნოდ რაღაც პოლიტიკური ქულების დაწერის გამო ისე შეიძლება დაზიანდეს, ისე რომრომ შეუძლებელი გახდეს მისი გამოსწორება.” – განაცხადა გიგა შუშანიამ.
როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში არსებულ ფერმწერთა საბჭოს ექსპერტები თვეებია ითხოვენ ორივე ტაძრის დროებით გადახურვას, რადგან ახლა მოდის ზამთარი წვიმების სეზობი და ეს პროცესი არ გაჩერდება.
“შეუძლებელია ამ ვითომ გამოსწორებამ შეაჩეროს ეს პროცესი და არჩვენბის მერე რა თქმა უნდა მათ მოუწევთ ამის აღიარება, მაგრამ უკვე გვიან იქნება, რადგან დაზიანებული ფრესკების აღდგენა იქნება შეუძლებელი. ამიტომ მოვუწოდებთ რომ შეეშვან ამ პოლიტიკურ სპეკულაციას, ახლა არ არის არჩევნებზე ფიქრის დროს, ასეთი მნიშვნელობის ძეგლი ზიანდება. თავი დაანებეთ ტაძარში კანდიდატების სანთლებით სირბილს და პრობლემა მოაგვარეთ. დაიწყეთ რეალური სამუშაოები და მთელი გადახურვა შეცვალეთ.” -განაცხადა გიგა შუშანიამ.
გელათის მონასტრის ღვთისმშობლის ტაძარის სახურავის გამოცვლამდე, ძეგლს დროებით თუნუქით გადახურავენ. ამ დროისთვის შენობა ხარაჩოებში ჩასვეს.
გელათის ტაძარზე სამუშაოები დაახლოებით ორი წლი წინ დაიწყო. პრობლემები კი რამდენიმე თვის წინ გამოვლინდა.