კომპანია Space X-ისა და Tesla-ს დამფუძნებელმა, ამერიკელმა გამომგონებელმა ილონ მასკმა თავის ქალაში ჩასადგმელი ჩიპის ახალი, მოდიფიცირებული ვერსია წარადგინა. ამის შესახებ CNBC წერს. ჩიპებზე მასკის კუთვნილმა კომპანიამ, “ნეურალინკმა” იმუშავა. როგორც მილიარდერი ამბობს, ცდა ჩაატარეს 3 ღორზე, მათ ჩიპი ჩაუსვეს და შედეგი წარმატებული აღმოჩნდა.
“ჩიპი მონეტის ზომისაა და ის თავის ქალაში ისე იქნება განთავსებული, რომ გარედან ვერავინ დაინახავს. მთელი დღის განმავლობაში დამუხტვა არ დასჭირდება”, – ამბობს მასკი და დასძენს, რომ ყოველივე სხვადასხვა დაავადებების გამოვლენასა, მკურნალობას უფრო მარტივს გახდის და ჩიპის თავში იმპლანტირების მიზანიც ესაა.