მომღერალი და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში ქალიშვილს, ანასტასია ხაჩიძეს დაბადების დღეს ულოცავს. როგორც ირკვევა, ანასტასია 15 წლის გახდა და დაბადების დღეს კურორტ ბახმაროში ხვდება.
“მიყვარს 7 აგვისტო და გუშინდელი დღესავით მახსოვს 15 წლის წინ შენი დაბადების დღე!
ანასტასია გილოცავ დაბადების დღეს! მინდა ბედნიერი იყო, დანარჩენი შენ იცი რა არის შენთვის კარგი და საუკეთესო. გფარავდეს უფალი და შენი მფარველი წმინდა ანასტასია!
მე შენ მიყვარხარ და არ დავიღლები ამის თქმით. მადლობა უფალს, წმინდა ნიკოლოზსს და დედას შენი მოვლენისთვის ამ ქვეყანაზე.
მინდა მთელი შენი ცხოვრება ბედნიერი იყო და ბევრს მიაღწიო, რომ რეალიზებული და ბედნიერი ცხოვრება გქონდეს.
მე შენს გვერდით ვარ გახსოვდეს!
გზავნილი ბახმაროში.2021 წლის 7 აგვისტო!” – წერს ზურა ხაჩიძე.