პარასკევს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში ტელემარათონი გაიმართება. მარათონზე შეგროვებული თანხა კი მომღერალ ზურაბ დოიჯაშვილის ისრაელიდან საქართველოში გადმოფრენას მოხმარდება. ამ დღეს, კულტურის პალატა ფილარმონიის წინ ზურაბ დოიჯაშვილის ვარსკვლავს გახსნის.
მარათონისთვის ანგარიშის ნომერი დავით ოქიტაშვილმა გახსნა, ბოლო დღეების განმავლობაში სწორედ ის კურირებს თანხის შეგროვებას, რომელიც მომღერლის სამშობლოში დაბრუნებას უნდა მოხმარდეს.
ზურაბ დოიჯაშვილი 9 თვეა, რაც ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში მართვით სუნთქვაზეა. დიაგნოზი გახლავთ ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი. მომღერალი ისრაელში საცხოვრებლად ორი წლის წინ ოჯახთან ერთად წავიდა და ერთ წელიწადში ცუდად გახდა.
სს „საქართველოს ბანკი“ ბანკის კოდი – BAGAGE22
ანგარიში – GE06BG0000000498478658
მიმღები – ტურიზმის განვითარების ასოციაცია
დანიშნულება – ზურა დოიჯაშვილისთვის