ზურაბ იაკობიშვილმა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 70 კგ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ინფორმაციას ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.
ბუდაპეშტში მიმდინარე ტურნირის ფინალში ქართველმა სპორტსმენმა სომეხი არმან ანდრეასიანი ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
ამასთან, 57კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ბექა ბუჯიაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ბულგარელი სალიმ ნაიმი დაამარცხა. ასევე, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ვლადიმერ გამყრელიძემაც (თავისუფალი ჭიდაობა, 79 კგ.)