ზურაბ დათუნაშვილი საქართველოს სახელით აღარ იჭიდავებს.
საქართველოს მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების აწ უკვე ყოფილი წევრი ზურაბ დათუნაშვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სახელით აღარ გამოვა და იგი სერბეთის სახელს დაიცავს. აღნიშნული ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველმა არხმა“ გაავრცელა.
ქართულ სპორტში ჩახედულ ადამიანთ კარგად ემახსოვრება კონფლიქტი მასსა და საქართველოს ჭიდაობის ფედერაციიის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძეს შორის. აღნიშნული ინცინდენტის დროს „პრეზიდენტმა“ მოჭიდავეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და საქმეში პროკურატურაც კი იყო ჩართული.
დათუნაშვილი გეგეშიძის მხრიდან თანამდებობის დატოვებას მოითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი საქართველოს სახელით გამოსვლაზე იმთავითვე უარს აცხადებდა და არჩევანის გაკეთებას კარიერის დასრულებასა და სხვა ქვეყნის სახელით გამოსვლას შორის გაკეთებაზე აანონსებდა. ამის შესახებ მან სოციალური ქსელით გაავრცელა ინფორმაცია.
ზურა ბოლო პერიოდის ქართულ ჭიდაობაში ერთ-ერთი გამორჩეული და ტიტულოვანი სპორტსმენია და მისთვის კარიერის დასრულება ჯერ ძალიან ადრეა. როგორც ვხედავთ, მან საკუთარ პრინციპებს არ უღალატა და არჩევანი სხვა ქვეყნის სახელით გამოსვლაზე გააკეთა. ორივე შემთხვევაში რთული არჩევანის წინაშე იყო.
სერბეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, ზელკო ტრაიკოვიჩის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართველმა მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა სერბული პასპორტი უკვე მიიღო და ის რომში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატზე იჭიდავებს.
გვყავს, კი, ქართველებს დასაკარგი სპორტსმენები?! მითუმეტეს ზურაბ დათუნაშვილის მსგავსი.
გიგა ლელაძე