LIVE TV
ხუთშაბათი, იანვარი 22, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ზურაბ აბაშიძის და გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა ონლაინ-ფორმატში გაიმართა

დაპოსტა 2021/11/24-ში
64
ნახვა
გაზიარება

2021 წლის 24 ნოემბერს, ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში გაიმართა  რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის შეხვედრა (ონლაინ ფორმატში) რუსეთის  ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან გრიგორი კარასინთან. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ორი ქვეყნის საგარეო და სატრანსპორტო უწყებების წარმომადგენლებმა.

განხილულ იქნა აღნიშნული ფორმატის დღის წესრიგით გათვალისწინებული სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო, ქონებრივი და ჰუმანიტარული ურთიერთობების საკითხები.

ამასთანავე,  ზურაბ აბაშიძემ ყურადღება გაამახვილა აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში არსებულ რთულ ვითარებაზე. კერძოდ, აღინიშნა ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუარესება, ადამიანის უფლებების ხელყოფის ფაქტები, მათ შორის უკანონო დაპატიმრებები და ამ რეგიონების მზარდი მილიტარიზაცია. ხაზგასმით ითქვა, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები საქართველოსა და რუსეთს შორის უსაფრთხოების და ჰუმანიტარული საკითხების განხილვის უმთავრეს ფორმატს წარმოადგენს.

რუსული მხარე დაინტერესდა, თუ როგორია ქართული მხარის დამოკიდებულება ე.წ. ახალი რეგიონული საკონსულტაციო მექანიზმისა (3+3) და ამ კონტექსტში გათვალისწინებული კონკრეტული ღონისძიებების მიმართ, რაზეც ზურაბ აბაშიძემ ხაზგასმით განაცხადა, რომ აღნიშნულ ინიციატივაში მონაწილეობას ქართული მხარე არ განიხილავს.

აღინიშნა, რომ სავაჭრო ურთიერთობებში ორ ქვეყანას შორის 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში შეინიშნებოდა პოზიტიური დინამიკა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 21.9%-ით და 1,294 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. კერძოდ, ქართული პროდუქციის ექსპორტი გაიზარდა 37,2%-ით და შეადგინა 481,82 მლნ. აშშ დოლარი, ხოლო იმპორტი გაიზარდა 14,3%-ით და შეადგინა 812,18 მლნ. აშშ დოლარი. გაზრდილია სატვირთო გადაზიდვებიც.

ყურადღება გამახვილდა სავაჭრო და სატრანსპორტო სფეროებში ჩართული კომპანიების ინტერესების დაცვასა და პრობლემების მოგვარებაზე.

აღინიშნა, რომ ყაზბეგი-ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიებზე და მისასვლელ გზებზე მიმდინარე სარემონტო და ინფრასტრუქტურულმა სამუშაოებმა არ უნდა შეამციროს სატრანსპორტო მოძრაობისა და სატვირთო გადაზიდვების მოცულობა, რისთვისაც საჭიროა მხარეთა შეთანხმებული ქმედება.

საუბარი შეეხო „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმებთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ” 2011 წლის შეთანხმებას. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ ექსპერტების დონეზე შექმნილი სამუშაო ჯგუფების საქმიანობას და შეთანხმების იმპლემენტაციას.

პრაღის ფორმატში მორიგი შეხვედრის თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება.

გაზიარება26

დაკავშირებული -პოსტები

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

იანვარი 22, 2026
0
ამინდი

სინოპტიკოსების ინფორმაციით, დღეს საქართველოს მასშტაბით უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით მოიმატებს,შემცირდება ყინვებიც. თუმცა მომდევნო დღეებში ზოგიერთ რაიონში კვლავ შენარჩუნდება ნალექი, თოვლის სახით. სინოპტიკოსთა თქმით, ცივი ამინდები 24...

დაწვრილებითDetails

მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა – დაჭრა თბილისში

იანვარი 22, 2026
0
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით 2004 წელს დაბადებული გ.ჯ. დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი...

დაწვრილებითDetails

ბორჯომის პირველი საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

იანვარი 22, 2026
6
მთავარი

ბორჯომის პირველი საჯარო სკოლა მოსწავლის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „ქალაქ ბორჯომის N1 საჯარო სკოლა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი სკოლის მესამე კლასის მოსწავლის დავით ხადურის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ დავითის ოჯახს,...

დაწვრილებითDetails

დაჭრა ბაკურიანში – შსს ინფორმაციას ავრცელებს

იანვარი 22, 2026
49
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი - 1993 წელს დაბადებული ი.ც. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დაბა ბაკურიანში, ურთიერთშელაპარაკების...

დაწვრილებითDetails

22 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

იანვარი 22, 2026
249
მთავარი

ვერძი   აქტიური დღეა. ინიციატივა წარმატებას მოგიტანთ, მაგრამ მოერიდეთ კონფლიქტებს.   კურო   ყურადღება ფინანსებს მიაქციეთ. სჯობს ძველი საქმეები დაასრულოთ, ვიდრე ახალი დაიწყოთ.   ტყუპები   კომუნიკაცია წარმატებულია. კარგი დღეა...

დაწვრილებითDetails

ვფიქრობთ, ფასნამატი 86% საკმაოდ მაღალია – პრემიერი ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე

იანვარი 21, 2026
69
მთავარი

ბიზნესის თავისუფლება არის მთავარი ამოსავალი წერტილი ჩვენთვის და ბუნებრივია, თავისი პლუსი აქვს, როდესაც ბიზნესი მთლიანად თავისი თავისუფალი შეხედულებით განსაზღვრავს საკუთარ საქმიანობას, თუმცა აქ შემოდის სოციალური ასპექტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თქვენთან ერთად...

დაწვრილებითDetails

” ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს” – სოფიო ქაშაკაშვილი

იანვარი 21, 2026
59
მთავარი

ძალიან საქმიანი შეხვედრა ჩატარდა, ვისაუბრეთ სხვადასხვა თემებზე, გავშალეთ ციფრები, მიზან-შედეგობრივი კავშირები - აბსოლუტურად ყველა მზად არის, რომ ინდივიდუალურ თუ ჯგუფურ რეჟიმში გაიაროს ნებისმიერი ციფრი. რაღაც პერიოდის განმავლობაში კიდევ ვიმუშავებთ და შემდგომ...

დაწვრილებითDetails

“არასრულწლოვანი ბრალდებული დ.ჩ. დანაშაულის ჩადენამდე რამდენიმე დღით ადრე, ჩასაფრებაში იმყოფებოდა გიგა ავალიანთან ” – პროკურორი

იანვარი 21, 2026
442
მთავარი

ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილია მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა, რომელიც ადასტურებს, რომ არასრულწლოვანი ბრალდებული დ.ჩ. დანაშაულის ჩადენამდე რამდენიმე დღით ადრე, ჩასაფრებაში იმყოფებოდა გიგა ავალიანთან და დანაშაულის ჩადენაში სხვა არასრულწლოვანებს ეხმარებოდა,- ამის შესახებ...

დაწვრილებითDetails

როდემდე გაგრძელდება თოვლი და ყინვა საქართველოში

იანვარი 21, 2026
147
ამინდი

საქართველოში 24 იანვრამდე ცივი ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების ცნობით, ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე თოვლი და ყინვა შენარჩუნდება. ქ. თბილისში ცივი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -2, -6, დღისით +2,...

დაწვრილებითDetails

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 22 იანვრისთვის

იანვარი 21, 2026
123
კულტურა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 22 იანვრისთვის ერთი აშშ დოლარი – 2.6950, ევრო – 3.1550, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6135 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».