ზუგდიდის პოლიციის ყოფილი უფროსი, მამუკა შონია თბილისში COVID 19-ით გარდაიცვალა.
იგი ყოფილი სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორის ლევან შონიას ძმაა, რომელიც რეგიონს 6 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.
ბოლოს იგი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამხედრო და სამოქალაქო მიმართულებით ინსპექტირებისა და სამსახურებრივი შემოწმების მთავარი სამმართველოს სამხედრო და სამოქალაქო მიმართულებით სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო.
21 ნოემბერს ქვეყანაში ინფიცირები 3 824 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 3 851 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 33.
ბოლო მოანცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2226 ადამიანი, ხოლო სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 5879.