ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია სამძიმრის წერილს ავრცელებს.
„2021 წლის 29 ივლისს,გარდაიცვალა საქართველოს ეკლესიის ერთ-ერთი უხუცესი და ღვაწმოსილი სასულიერო პირი, არქიმანდრიტი იოაკიმე (ასათიანი).
წმინდათა თანა განუსვენოს უფალმან ღმერთმან არქიმანდრიტ იოაკიმეს სული“,- ნათქვამია განცხადებაში.
მამა იოაკიმესგარდაცვალებას მამა შალვა კეკელია ეხმაურება:
„მამა იოაკიმე ღმერთმა დაგიმკვიდროს სასუფეველი ცათა ძალიან ბევრი ადამიანის სული გადაარჩინე. ჩემთვის იყავი მღვდლობის მაგალითი, შეუპოვარი, უდრეკი ხასიათის, ღმერთზე და ეკლესიაზე შეყვარებული ილოცე ჩვენთვის ზეციერი საქართველოდან“,- წერს მამა შალვა.