ყველა ადამიანი ამბობს ტყუილს. თუმცა მიზეზი ყველას განსხვავებული აქვს – ზოგი უბედურების თავიდან ასაცილებლად იტყუება, ზოგს თავის გამოჩენა სურს, ზოგი კი უბრალოდ დამოკიდებულია ტყუილებზე…
ვინ ამბობს ზოდიაქოს ნიშნებიდან ყველაზე მეტ ტყუილს?
1. მორიელი
იფიქრებდით, რომ მორიელი არის ამ სიის სათავეში აღმოჩნდებოდა? ისე, გულწრფელად რომ ვიკითხოთ, ვინმეს გაუკვირდა? დარწმუნებით შეგვიძლია გიპასუხოთ, რომ თავად მორიელებს, ეს სულაც არ გაჰკვირვებიათ…
ცნობილია, რომ მორიელი მანიპულაციის ღმერთია, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის.
როდესაც საქმე ტყუილს ეხება, მორიელი ისეთ გზას პოულობს, რომელსაც სხვა ნიშნები, სიზმარშიც ვერ წარმოიდგენენ.
გარდა ამისა, ისინი იმდენად კარგად იტყუებიან, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, თავადაც უჭირთ ზუსტი ფაქტების გახსენება…
2. ტყუპები
მიუხედავად იმისა, რომ ტყუპები ვერასოდეს გახდება ისეთი ოსტატი, როგორც მორიელი, როდესაც საქმე მანიპულირებას და ტყუილს ეხება, მასაც ფანტასტიკური ნიჭი აქვს.
მაგრამ, ასევე მორიელისგან განსხვავებით, ხალხმა იცის, რომ ტყუპები მატყუარაა. თუმცა, რადგან ტყუპები ძალიან მხიარული და შემოქმედებითი ადამიანია, ეს ნაკლი უბრალოდ პიროვნების მისაღები ნაწილია.
სამწუხაროდ, როდესაც საქმე ტყუილისკენ მიდრეკილებას ეხება, ტყუპები ამ დამოკიდებულებას ადვილად ვერ ამარცხებენ…
3. თევზები
მიუხედავად იმისა, რომ თევზები ძალიან ხელოვანი, მგრძნობიარე და რომანტიკული არსებაა, რეალობაში მის ხასიათშიც იმალება ეშმაკუნა, რომელიც იტყუება იმის მისაღებად, რაც მას სურს.
ძლიერი ინტუიციური შესაძლებლობების გამო, თევზებმა ზუსტად იცის რა სახის ტყუილი უნდა თქვას და ამასთან, როგორ მიაწოდოს ინფორმაცია ადამიანს ისე, რომ ყველა სიტუაციიდან სარგებელი მიიღოს.
ტყუილი – ეს თევზებისთვის უბრალო ხელოვნებაა…