ზოდიაქოს ეს 3 ნიშანი 2024 წლის 30 ნოემბრამდე ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპს დაასრულებს და გარკვეულ საკითხებზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს:
მორიელი: ძველი კარის დახურვის დროა
ცვლილებების, განწმენდისა და გარდასახვის თვე – ასე ახასიათებენ მორიელებისათვის ასტროლოგები ნოემბერს. მოგიწევთ, ყველაფერს, რაც მოძველდა, სიამოვნებას აღარ განიჭებთ და ბედნიერებაში ხელს გიშლით, თვის ბოლომდე საბოლოოდ დაემშვიდობოთ და “ძველი კარი” მიხუროთ. თვის განმავლობაში მიმდინარე მოვლენები დაგეხმარებათ, ყველაფერი გადააფასოთ და რადიკალური გადაწყვეტილება მიიღოთ. შესაძლოა, დიდი ხანია, სამსახურის შეცვლაზე ფიქრობთ ან გინდათ, საბოლოოდ გათავისუფლდეთ ტოქსიკური ურთიერთობებისაგან. სწორედ ახლა გაქვთ დრო, რომ შესაბამისი ქმედებები განახორციელოთ. დაეყრდენით თქვენს გრძნობებსა და ინტუიციას. ნუ შეგეშინდებათ სიახლეების. გახსოვდეთ, თუკი საბოლოოდ არ შეელევით იმას, რაც წინსვლასა და ბედნიერებაში ხელს გიშლით, ახალი ეტაპის დაწყებას ვერ შეძლებთ.
თხის რქა: ძველის დანგრევა, ახლის აშენება
თხის რქის ნიშნის წარმომადგენლებს გრძელვადიანი გეგმების შედგენა, სტაბილურობის ძიება და მყარი საფუძვლების შექმნა ახასიათებთ. თუმცა, ახლა მნიშვნელოვანია, დრო სიახლეებსაც დაუთმოთ და მხოლოდ ძველი რუტინითა და გეგმებით არ დაკმაყოფილდეთ. 2024 წლის ბოლომდე თქვენც მოგიწევთ, მოძველებულ საქმეებს, ურთიერთობებსა და გეგმებს საბოლოოდ შეელიოთ და ახლის წამოწყება დაიწყოთ. დაემშვიდობეთ უკვე ჩამქრალ ამბიციებს ან საქმეს, რომელიც აღარ შთაგაგონებთ. დრო ახალ იდეებს დაუთმეთ და უარი თქვით იმაზე, რაც წინსვლაში ხელს გიშლით.
თევზები: ძველის გაშვება ახალი შესაძლებლობების გასაღებია
ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები მეოცნებე, ძალიან ემოციური და მგრძნობიარე ადამიანები არიან და ხშირად რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება უჭირთ. ნოემბერში მიმდინარე სხვადასხვა მოვლენა მიგანიშნებთ – იმისათვის, რომ ახალი შესაძლებლობები გამოჩნდეს, მოძველებულ ურთიერთობებსა და საქმეებს საბოლოოდ უნდა შეელიოთ. თქვენც უნდა დაემშვიდობოთ ყველაფერს, რაც სიხარულსა და ბედნიერებას აღარ განიჭებთ. შეუსაბამო ამოცანებისა და გამოცდილების მიტოვება ახალი შესაძლებლობებისთვის გზას გაგიხსნით.
წყარო: შენი ამბები