LIVE TV
შაბათი, იანვარი 17, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ზვიად გამსახურდია 82 წლის გახდებოდა

დაპოსტა 2021/03/31-ში
172
ნახვა
გაზიარება

31 მარტს ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. საქართველოს პირველი პრეზიდენტი დღეს 82 წლის გახდებოდა. საქართველოს ეროვნული გმირი, მეცნიერ-ფილოლოგი, მწერალი, მთარგმნელი, პოლიტიკოსი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, 1939 წლის 31 მარტს თბილისში დაიბადა.

გამსახურდია იყო მთავარი ორგანიზატორი 1987-1990 წლებში გამართული თითქმის ყველა ძირითადი მშვიდობიანი მასობრივი აქციისა, მათ შორის 1989 წლის აპრილის საპროტესტო აქციის, რომელიც 9 აპრილის სისხლიანი დარბევით დასრულდა, რის შემდეგაც, როგორც აქციის ორგანიზატორი, დააპატიმრეს.

მოგვიანებით მან შექმნა პოლიტიკური ბლოკი “მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო”. ბლოკმა 1990 წლის 28 ოქტომბრის პირველ დემოკრატიულ და მრავალპარტიულ არჩევნებში გაიმარჯვა. საქართველოს
რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველ სესიაზე კი ზვიად გამსახურდია უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს. ამ მოვალეობას ის 1991 წლის მარტამდე ასრულებდა.

სესიის გადაწყვეტილებით ქვეყანას ეწოდა „საქართველოს რესპუბლიკა“, აღადგინეს სახელმწიფო ატრიბუტიკა: დროშა, გერბი და ჰიმნი. დამოუკიდებლობის აღდგენამდე გამოცხადდა გარდამავალი პერიოდი. 1991 წლის 9 აპრილს, რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

ზვიად გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტი 1991-1992 წლებში იყო. 1993 წლის ოქტომბრის ბოლოს ის და მისი რამდენიმე მხარდამჭერი იძულებულნი გახდნენ თავი სამეგრელოს მთიანი ნაწილისათვის შეეფარებინათ. 1993 წლის 31 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი ხობის რაიონის სოფელ ხიბულაში დაიღუპა. მისი სიკვდილის მიზეზი ამ დრომდე უცნობია. 1994 წლის თებერვალში ის გროზნოში გადაასვენეს და დაკრძალეს. 2007 წლის 1 აპრილს ზვიად გამსახურდიას ნეშტი მთაწმინდის პანთეონში გადმოასვენეს.

გაზიარება69

დაკავშირებული -პოსტები

“ირანელი ხალხისთვის მსხვერპლისა და ზიანის მიყენების გამო დამნაშავედ დონალდ ტრამპს მივიჩნევთ’ – აიათოლა ალი

იანვარი 17, 2026
15
მთავარი

ირანელი ხალხისთვის მსხვერპლისა და ზიანის მიყენების გამო დამნაშავედ დონალდ ტრამპს მივიჩნევთ, - ამის შესახებ ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა. „ირანის წინააღმდეგ ბოლო ამბოხება იმით იყო განსხვავებული, რომ მასში აშშ-ის პრეზიდენტი...

დაწვრილებითDetails

საჭიროა მისი დროულად გადაყვანა – პატარა სანდროს დახმარება სჭირდება

იანვარი 17, 2026
19
მთავარი

ძვირფასო ადამიანებო, უმეტესობამ იცით ჩემი სანდროს მდგომარეობა და გართულებები ქართველი ექიმების დაუდევრობისა და შეცდომების გამო.. ის უკვე მესამე წელია იბრძვის გამოჯანმრთელებისთვის.. სანდროს კვლავ ესაჭიროება მნიშვნელოვანი პროცედურები და სამწუხაროდ ამჟამინდელი მდგომარეობა...

დაწვრილებითDetails

საქმიანობა ხორციელდებოდა დამოუკიდებლად – შპს „დაცვის კომპანია ალგანი“

იანვარი 17, 2026
49
მთავარი

შპს „დაცვის კომპანია ალგანი“ კატეგორიულად უარყოფს კომპანიის კავშირს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღწერილ უკანონო ქმედებებთან… აღნიშნულ მისამართზე განხორციელებული ქმედებები კომპანიის საქმიანობას არ უკავშირდება და ხორციელდებოდა დამოუკიდებლად, კომპანიის...

დაწვრილებითDetails

12250 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა

იანვარი 17, 2026
690
მთავარი

ნაძალადევის რაიონში, გაზსადენის დაზიანების გამო, 12250 აბონენტს გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გაზმომარაგების აღდგენა 12:00 სთ-დან დაიწყება და დასრულდება 21:00 სთ-მდე. კომპანია...

დაწვრილებითDetails

გლობალური მშვიდობის ინდექსში საქართველოს მაჩვენებელი გაუარესდა

იანვარი 17, 2026
12
epa08444565 A man holds small Georgian national flags while marking the 102th anniversary of the Georgian Independence in Tbilisi, Georgia, 26 May 2020. The Act of Independence of Georgia was adopted on 26 May 1918.  EPA-EFE/ZURAB KURTSIKIDZE
მთავარი

2025 წლის გლობალური მშვიდობის ინდექსით (Global Peace Index-GPI) საქართველო კვლავ „საშუალო“ დონის ქვეყნების სიაშია, ხოლო სამხრეთ კავკასიის მეზობლებს შორის ბოლო ადგილზეა. ამის შესახებ ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის (IEP) ბოლო რეიტინგში...

დაწვრილებითDetails

“კრიმინალურ ბანდას გამოააშკარავებთ და სხვის გიგას გადაარჩენთ!”- გარდაცვლილი მასწავლების დედა

იანვარი 17, 2026
61
მთავარი

გარდაცვლილი მასწავლების დედა  მიმართვას ავრცელებს: "წუხანდელი ვიდეოსთვის ბოდიშს გიხდით ყველას. ვიცი, ემოციურად ძალიან გტვირთავთ, მაგრამ სხვაგვარად ვერ შევაჩერეთ...... მადლობა, რომ ბრძოლაში მეხმარებით! თქვენი თითოეული ლაიქი და კომენტარი მაძლიერებს და მტრის...

დაწვრილებითDetails

რატომ არის საშიში ვაშლის კურკის გადაყლაპვა – რას ამბობს ექიმი

იანვარი 17, 2026
28
მთავარი

გადაცემაში "ექიმები" ასახელებენ იმ პროდუქტებს, რომლებიც, სასარგებლოა, თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც ისინი შესაძლოა, საფრთხესაც კი შეიცავდნენ: ,,ვაშლი - ვაშლის კურკასთავისებურ გემოს ციანიდი აძლევს. ეს არის მომწამვლელი ნივთიერება, რომელიც გარკვეული დოზის...

დაწვრილებითDetails

პროკურატურამ 16 პირს ბრალდება წარუდგინა

იანვარი 17, 2026
11
მთავარი

თბილისის პროკურატურის არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველომ, ორგანიზებული ჯგუფის მიერ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის წამების, ძარცვის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე 16 პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით...

დაწვრილებითDetails

დააკავეს ქართველი ქალი, რომელიც საბერძნეთში შშმ პირებს ძარცვავდა

იანვარი 17, 2026
26
მთავარი

საბერძნეთში დააკავეს 45 წლის ქართველი ქალი, რომელიც თავს ოჯახში დამხმარედ ასაღებდა და ხანდაზმულებსა და შშმ პირებს ძარცვავდა. გამოძიების ინფორმაციით, მან 20 000 ევროზე მეტი თანხა მიითვისა. სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ იგი...

დაწვრილებითDetails

„ფორტუნა მათ მხარეს გადადის…“ – ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც დიდი წარმატება ელოდებათ

იანვარი 17, 2026
19
მთავარი

ასტროლოგიური პროგნოზების მიხედვით, 2026 წლის იანვრის შუა რიცხვებიდან ზოდიაქოს სამი ნიშნისთვის რთული პერიოდი სრულდება და ფორტუნა მათ მხარეს გადადის. თხის რქა თქვენი შრომა დაფასდება. გაგიჩნდებათ ახალი ენერგია და ენთუზიაზმი. სამსახურებრივი...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».