თავს ნუ მოვიტყუებთ, ზედმეტი კეკლუცობა არ არის საჭირო, ვთქვათ პირდაპირ – ოპოზიციური ტელევიზიები: „მთავარი“, ტელეკომპანია „პირველი“, და „ფორმულა“ პირდაპირ იმართება სააკაშვილის მიერ და მათ მიერ მოპარული ფინანსებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.
მისივე შეფასებით, აღნიშნული ტელევიზიებისა და „ნაციონალური მოძრაობის“, დღის წესრიგი აბსოლუტურად იდენტურია და ხელისუფლების ჩამოგდებას ისახავს მიზნად.
„მათ აქვთ ერთი მიზანი, როგორმე ჩამოაგდონ ხელისუფლება და ისევ ძალადობრივი გზით მოვიდნენ ხელისუფლებაში, რაც, რა თქმა უნდა, მიუღწეველია – ამას ჩვენ არ დავუშვებთ. ერთადერთი გზა ხელისუფლებაში მოსვლის, არის არჩევნებში მონაწილეობა, მეგობრებო. არჩევნებში, კარგად მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე არჩევნებია აგებენ ყველა მათგანს, კიდევ ერთხელ მოუწევთ მათ წაგება და ჩვენ დამაჯერებლად მოვიგებთ მოახლოვებულ არჩევნებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.