,,საიდან შეიძლება მოდიოდეს მოულოდნელი და ფრთხილი ნიავი, ზაფხულის მდუღარე და გაქვავებული შუაღამისას?
ა) სახელგანთქმულ მედეა ცენტერაძის ჩითის ხალათებიდან, რომლებიც ახლა ალბათ სადმე ძველ კარადაში ჰკიდია, მაგრამ თუ ოდესმე ნახავთ, მიხვდებით, როგორ და რის გამო წარმოიშვა სიტყვა გრილი.
ბ) შორი ტყიდან, სადაც ციცინათელები სპეციალურად წვრთიან მსუბუქ ნიავებს და თვითონ როგორც ანათებენ, ეს ნიავებიც ისე ქრიან.
გ ) არსაიდან. შეიძლება არც ყოფილა და მოგეჩვენა, როგორც აუცილებელი სურვილი ივლისის ბოლოს, მზიან დღეში ჩარჩენილი ღამისგან გასათავისუფლებად.
ან შეიძლება სხვა ასი და ათასიც ვთქვათ. არავინ იცის. უფრო უკეთ – ვერავინ.
#გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze”-წერს გიორგი კეკელიძე.