დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დაწესებული შეზღუდვების შედეგი დაახლოებით, 2 კვირის შემდეგ იქნება.
“ვფიქრობთ, მიღებული ზომები გარკვეულ შედეგს მოიტანს. როგორც წესი, შეზღუდვების შემოღებიდან 2 კვირის შემდეგ პირველი ეფექტი ჩანს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ყოველთვის უფრო რადიკალურია და ჩვენი რეკომენდაციები საბჭოზე გაჟღერდა. ყველა რეკომენდაცია, რაც დღეს გამოცხადდა, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
სერიოზული რეკომენდაციები გაითვალისწინეს, მათ შორის, მკაცრი ზომების მიღება ყველაზე დიდ „ბუსტერებთან“ დაკავშირებით, რომელიც გახლავთ ქორწილები, ქელეხები, ამ დარბაზების დალუქვამდე მისვლა და ხალხმრავალი ადგილების აკრძალვა.
რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულია აღსრულებაზე. დარწმუნებული ვარ, აღსრულება მაქსიმალური იქნება, რომელიც სერიოზულ შედეგს მოიტანს.
ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ქვეყანა არის სერიოზულ ეპიდსიტუაციაში და მარტო ის, რომ გემუქრებით ჯარიმით, დალუქვით, ასევე არ უნდა იყოს.
ჩვენ თვითონ უნდა გავითავისოთ, რომ ყველაზე დიდი „ბუსტერი“ გახლავთ სწორედ ეს შეკრებები. ამიტომ, უარი უნდა ვთქვათ მათზე.
თუ არადა, დალუქავენ დარბაზებს და ეს იქნება “, – განაცხადა გამყრელიძემ