ზუგდიდი-თბილისის სამგზავრო მატარებელი მსუბუქ ავტომანქანას დაეჯახა. ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს როგორ დაეჯახა მატარებელი მანქანას.
დაშავებული სალომე ფაცაციას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.