ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ხოსეპ ბორელი დარწმუნებულია, რომ უკრაინა მოიგებს ომს ბრძოლის ველზე.
“ევროკავშირი დამატებით 500 მილიონი ევრო გამოყოფს. იარაღის მიწოდება მორგებული იქნება უკრაინის საჭიროებების მიხედვით”, – თქვა მან.
მისი თქმით, კრამატორსკში დაუცველ ხალხზე რუსეთის თავდასხმა, კიდევ ერთხელ ადასტურებს კრემლის სრულ უპატივცემულობას ადამიანის სიცოცხლის მიმართ.