ჩვენს ოპონენტებს ვპირდები, რომ ყოველდღე შევახსენებ მათ მძიმე დანაშაულს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ყვარლის მერობის კანდიდატის, გივი ზაუტაშვილის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.
“ჩვენს ოპონენტებს არ მოსწონთ, როდესაც ვსაუბრობ მათ მძიმე შეცდომებზე კი არა, მათ მძიმე დანაშაულებებზე, ხალხის და ქვეყნის წინაშე, მაგრამ ვპირდები, რომ მე ყოველ დღე შევახსენებ მათ მძიმე დანაშაულს, არ მოვასვენებთ მათ, რადგან ვიდრე მათ ექნებათ სურვილი პოლიტიკაში დარჩენის, მანამ შევახსენებთ მუდმივად დანაშაულებს და შეცდომებს.
ერთი მხრივ, ამით ვაზღვევთ ჩვენს მოსახლეობას შემდგომი განსაცდელებისგან და მეორე მხრივ, ჩვენ უნდა ვიფიქროთ განვითარებაზე, განვითარებაზე და მხოლოდ განვითარებაზე.
ჩვენ უნდა შევიტანოთ განვითარება ყველა ქალაქში, ყველა სოფელში, ყველა მუნიციპალიტეტში”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.