კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, უკრაინის პრეზიდენტს მოსახლეობის 84% ენდობა. 2021 წლის დეკემბრის მდგომარეობით ზელენსკის მოსახლეობის 27% უცხადებდა ნდობას.
2022 წელს 24%-ით გაიზარდა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიმართ ნდობის მაჩვენებელიც და 94% შეადგინა.
კვლევის მიხედვით, 1 წელში 7%-ითაა შემცირებული ეკლესიის მიმართ ნდობის მაჩვენებელი. რუსულ მედიასაშუალებებს კი უკრაინელების მხოლოდ 1% ენდობა.
კვლევა კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტმა 2022 წლის 4-27 დეკემბრის პერიოდში სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ჩაატარა. გამოიკითხა 995 რესპონდენტი, რომლებიც კვლევის პერიოდში უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.