LIVE TV
სამშაბათი, ნოემბერი 18, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

“ვნახეთ სახედაკარგული „ნაცი“ „ორკები“, რომლებიც გუშინ ატარებდნენ აქციას ” – ირაკლი კობახიძე

დაპოსტა 2025/09/04-ში
11
ნახვა
გაზიარება

ჩვენ ვნახეთ სახედაკარგული „ნაცი“ „ორკები“, რომლებიც გუშინ ატარებდნენ აქციას, ისტერიულ მდგომარეობაში არიან ეს ადამიანები, სახე აქვთ დაკარგული, – ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გუშინ, მელიქიშვილის გამზირზე განვითარებული მოვლენები. კობახიძის თქმით, ხელისუფლება მზად არის, „ამ ადამიანებს ყველანაირი დახმარება გაუწიოს მკურნალობის ჩათვლით, თუ ამ ყველაფერს დაექვემდებარებიან“.

„ტრაგიკულია მათი მდგომარეობა. ჩვეულებრივ, არქიფო სეთურის მრევლი, „ნაცი” “ტიტუშკები“, „ნაცი ორკები“- ეს არის მათი რეალური სახე. ტრაგიკულია მათი მდგომარეობა, ჩვენ მზად ვართ, ამ ადამიანებს ყველანაირი დახმარება გავუწიოთ მკურნალობის ჩათვლით, თუ ამ ყველაფერს დაექვემდებარებიან. მართლა ტრაგიკულია „ნაცი” “ტიტუშკების“ და „ნაცი ორკების“ ქმედება. არ მაინტერესებს თქვენი ვიდეოები. ბექა ოდიშარიასთან ჩვენ თუ ლაპარაკი მოგვინდება, ჩვენ თვითონ დაველაპარაკებით, მაგრამ თქვენ დაელაპარაკეთ თქვენს „ტიტუშკებს“ და თქვენს „ორკებს“. თქვენი პარტიის წარმომადგენელი „ორკები“ და „ტიტუშკები“ გუშინ უსაქციელოდ მოქმედებდნენ, ეს არის თქვენი პარტიის სახე. თქვენ შეაფასეთ „ნაცი” “ორკების“ და „ტიტუშკების“ მოქმედება, დანარჩენს მერე მე შევაფასებ“,-განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, მისაღებია იყო თუ არა მისთვის, „ქართული ოცნების“ წევრის ბექა ოდიშარიას გუშინდელი საქციელი, ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ ამ კითხვას არ უპასუხებს.

„არ გაგცემთ მაგაზე პასუხს. თქვენ შეაფასეთ „ნაცი“ „ორკების“ და „ნაცი“ „ტიტუშკების“ გუშინდელი სამარცხვინო საქციელი. ჩემი პარტია არის ჩემი საქმე და ის, ვის დაველაპარაკები“,- განაცხადა კობახიძემ.

დამაზუსტებელ კითხვაზე, დაუსჯელი უნდა დარჩეს ბექა ოდიშარიას საქციელი? კობახიძემ უპასუხა: „თქვენი „ნაცი“ “ტიტუშკები “დაუსჯელი უნდა დარჩნენ?“

„გუშინ ვინც სამარცხვინოდ მოიქცა, ვინ წავიდა ციხეში იქიდან? ფურთხება, ძალადობა, უსაქციელობა, ეს არის „ნაცი“ „ტიტუშკების“ და „ნაცი „ორკების ხელწერა. თქვენ იფურთხებოდით, მათ შორის 28 ნოემბრიდან. ვინც იფურთხებოდა, ქვებს, ასაფეთქებლებს ისროდა და ასე შემდეგ, ახლა იმათ აცხადებთ „სინდისის პატიმრად“. თქვენ ხართ სამარცხვინო პარტია. თქვენი ტელევიზია არის სამარცხვინო იმიტომ, რომ არის სამარცხვინო პარტიის ტელევიზია“,- განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტს.

ცნობისთვის, გუშინ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, რომლებიც თბილისის მერის და მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ, ხმაურისა და შეძახილების ფონზე მოუწიათ ღონისძიების დატოვება. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: „მონებო, მონებო!“, „რუსებო, რუსებო!“. ღონისძიების დასრულების შემდეგ, ხმაურის და შეძახილების ფონზე მოუწიათ გასვლა პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძეს, თბილისის მერს, კახა კალაძეს, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილს, დეპუტატებსა და მინისტრებს. იყო სიტყვიერი დაპირისპირებაც „ქართული ოცნების“ წევრ ბექა ოდიშარიასა და აქციის მონაწილეებს შორის.

გაზიარება4

დაკავშირებული -პოსტები

ბიჭიკო პაიკიძის კომპანიის დირექტორი, ვალერიან კვარაცხელია, 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

ნოემბერი 18, 2025
6
მთავარი

ვანის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ძებნაში მყოფ ბიჭიკო პაიკიძის კომპანიის, B.P. TRANS-ის დირექტორი, ვალერიან კვარაცხელია, რომელმაც დღეს ბრალი აღიარა, 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო...

დაწვრილებითDetails

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

ნოემბერი 18, 2025
266
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს - არ შეიძინოს რძე არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში, სადაც არ არის დაცული სურსათის მიკვლევადობა. „შეუმოწმებელი ცხოველური წარმოშობის სურსათის გამოყენება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადებებით ინფიცირების მაღალი...

დაწვრილებითDetails

12 წლის გერის საძინებელში კამერა დაამონტაჟა და პირადი ცხოვრების კადრები უკანონოდ გაავრცელა -პროკურატურა

ნოემბერი 18, 2025
18
მთავარი

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა, არასრულწლოვანის პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვების, შენახვის და გავრცელების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. უფრო კონკრეტულად, უწყებამ დააკავა მამაკაცი, რომელმაც 12 წლის, არასრულწლოვანი გერის საძინებელ ოთახში ფარული ვიდეო ჩამწერი...

დაწვრილებითDetails

“ჩვენ განვიხილავთ ირაკლი დგებუაძის შელახული ღირსების საქმეს” – ადვოკატი

ნოემბერი 18, 2025
12
მთავარი

სინამდვილეში ჩვენ განვიხილავთ პოლიციისა და ირაკლი დგებუაძის შელახული ღირსების საქმეს და ამას არაფერი საქმე არ აქვს სისხლის სამართლის საქმესთან-სწორედ ამიტომ შეიქმნა ეს საქმე, რომელსაც მზიას ერთი წელი და თვალის ჩინი უკვე...

დაწვრილებითDetails

მზია ამაღლობელის სასამართლო პროცეს სალომე ზურაბიშვილი ესწრება

ნოემბერი 18, 2025
16
მთავარი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელის საქმის განხილვაზე დასასწრებად ქუთაისში ჩავიდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დღეს მზია ამაღლობელის ადვოკატები ამბობენ დასკვნით სიტყვას და მაღალია ალბათობა, გადაწყვეტილებაც დღესვე გამოიტანოს სააპელაციო სასამართლომ....

დაწვრილებითDetails

“არაბული ინვესტიცია ბოლო ათწლეულების ყველაზე მსხვილი უცხოური ინვესტიციაა” -ნინო წილოსანი

ნოემბერი 18, 2025
15
მთავარი

არაბიზაცია წარმოუდგენლად დისკრიმინაციული და ქსენოფობიურია, ყველას ვთხოვ, რომ მსგავსი ტერმინის გამოყენებისგან თავი შეიკავოს, ნებისმიერი ერის ასე ნეგატიურ ჭრილში მოხსენიება რადიკალური ოპოზიციის სტილში ზუსტად ჯდება, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო...

დაწვრილებითDetails

„ღია გული“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ნოემბერი 18, 2025
496
მთავარი

კლინიკა „ღია გული“ სამძიმრის წერილს ავრცელებს: „მძიმე სენთან ბრძოლაში დამარცხდა სამეანო-გინეკოლოგიური დეპარტამენტის გამორჩეულად გულისხმიერი, თბილი და მოსიყვარულე მედდა მერი მაისურაძე. ღია გულის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი სამძიმარს უცხადებს მერი მაისურაძის ოჯახს! მერი,...

დაწვრილებითDetails

“მედიკამენტების ფასები რიგ შემთხვევაში 10-ჯერ გაიაფდა” – ჯანდაცვის სამინისტრო

ნოემბერი 18, 2025
35
მთავარი

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტში სახელმწიფოს ჩართვის შედეგად მედიკამენტების ფასები რიგ შემთხვევაში 10-ჯერ გაიაფდა. მათივე ცნობით, კერძო იმპორტიორები ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციას 30%-დან 810%-მდე ფასნამატით ახდენდნენ. „ფსიქოტროპული მედიკამენტების რეფორმის...

დაწვრილებითDetails

გამოვლინდა რძის 45 არარეგისტრირებული წარმოება – სეს-ი მოსახლეობას აფრთხილებს

ნოემბერი 18, 2025
86
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ გარე ვაჭრობის პირობებში შეძენილი რძის ნაწარმი საფრთხეა ჯანმრთელობისთვის. მათივე ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტო უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს რძის და რძის ნაწარმის კონტროლს პირველადი წარმოებიდან...

დაწვრილებითDetails

საოკუპაციო რეჟიმი “ქართულ ოცნებას”  ჩორჩანას საგუშაგოს გაუქმებას ოფიციალურად სთხოვს

ნოემბერი 18, 2025
7
მთავარი

საოკუპაციო რეჟიმი "ქართულ ოცნებას"  ჩორჩანას საგუშაგოს გაუქმებას ოფიციალურად სთხოვს. საკითხი დღის წესრიგში, სავარაუდოდ, ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლებამ მას შემდეგ დააყენა, რაც ივანიშვილის პარტიამ ამ საქმეზე ბრალდება ექსპრემიერს წარუდგინა. ამ წუთებში ერგნეთში...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».