ვლადიმერ პოზნერი აცხადებს, რომ ის უკვე მოსკოვში იმყოფება და საქართველოში ყოფნისას საკარანტინო ზომების დარღვევის გამო არ დაუჯარიმებიათ, – „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ჟურნალისტმა მათთან ინტერვიუში განაცხადა.
”მოსკოვში ვარ. ჩვენგან არავინ დაუჯარიმებიათ,“- უპასუხა პოზნერმა დაჯარიმების შესახებ დასმულ შეკითხვას.