კორონავირუსით გარდაცვლილი მე-19 პაციენტი კალათბურთელ ვიქტორ სანიკიძის დედაა. არსებული ინფორმაციით, სანიკიძის ოჯახის კიდევ სამი წევრი სტაციონარშია გადაყვანილი, თავად ყოფილი კალათბურთელი კი კარანტინში იმყოფება.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 65 წლის ქალს მენჯ-ბარძაყის სახსრის მოტეხილობა აღენიშნებოდა და ბინაზე, მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 429 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1 150-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.