ინოვაციური პროექტი “მობილური იუსტიციის სახლები” აგვისტოდან ამოქმედდება – ახალი დიზაინის სამარშრუტო ტაქსის ფოტოები იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ Facebook-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა.
იუსტიციის სახლის სპეციალური ავტოსატრანსპორტო საშუალებები წინასწარ შერჩეული მარშრუტებითა და რეგულარულობით იმ სოფლებს ჩააკითხავენ, რომლებიც დაშორებულია იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს. ასეთი სოფლების მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცემა, ადგილზე, სოფელშივე აიღოს და შეცვალოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და მიიღოს მისთვის საჭირო სხვა მომსახურება.
“მობილური იუსტიციის სახლების” პროექტი სერვისების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად და მოქალაქეების საჯარო სექტორთან ურთიერთობის გამარტივების მიზნით ხორციელდება.