LIVE TV
სამშაბათი, ნოემბერი 11, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ვისაც ეს ღირებულებები არ ესმის, ვისაც მისი დედიკო არ უყვარს, ის უბრალოდ საცოდავი ადამიანია – ბერა ივანიშვილი

დაპოსტა 2021/03/10-ში
143
ნახვა
გაზიარება

ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ, სადაც დედის კულტი, დედის პატივისცემა, დედის მიმართ მოწიწება, დამეთანხმებით, საერთოდ სხვა სიმაღლეზე დგას. მიმაჩნია, რომ ადამიანი, ვისაც ეს ღირებულებები არ ესმის, ვისაც მისი დედიკო არ უყვარს, ის უბრალოდ საცოდავი ადამიანია, – ამის შესახებ მომღერალმა ბერა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

როგორც ბერა ივანიშვილმა აღნიშნა, ფარული ჩანაწერების დამკვეთებმა და შემსრულებლებმა დედის სიყვარული არ იციან.

„2011 წლის დამკვეთებს, მათ, ვინც ამას ასრულებდა და 10-11 წლის გოგოებს აშინებდა და აგინებდა, დღეს, ამ შავი პიარის დამკვეთებსაც და შემსრულებლებსაც გავაერთიანებ ერთი რამის ქვეშ – ჩემი აზრით, ამ ადამიანებმა ერთი რამ არ იციან – დედის სიყვარული. ჩემთვის წარმოუდგენელია ადამიანმა იცოდეს დედის სიყვარული, ოჯახის ფასი და სხვა ადამიანის დედიკოს ეხებოდეს მსგავსი სიტყვებით და საზიზღრობებით. მიჩნდება კითხვა – სად იზრდებიან ეს ადამიანები? რაზე აქვთ პროტესტი მათ უნდა შეეძლოთ თავისუფლად არა მარტო ჩემი, ნებისმიერი მოქალაქის დედის, ოჯახის, ნებისმიერი საყვარელი ადამიანის სასტიკი, საზიზღარი სიტყვებით მოხსენიება და თუ ამაზე ჩემმა ძმაკაცმა, ჩემმა მეგობარმა პასუხი გასცა, ის უკვე დამნაშავეა, ტერორის მონაწილეა. მით უმეტეს, რომ ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ, სადაც დედის კულტი, დედის პატივისცემა, დედის მიმართ მოწიწება, დამეთანხმებით, საერთოდ სხვა სიმაღლეზე დგას. მიმაჩნია, რომ ადამიანი, ვისაც ეს ღირებულებები არ ესმის, ვისაც მისი დედა, მისი დედიკო არ უყვარს, ის უბრალოდ საცოდავი ადამიანია“, – განაცხადა ივანიშვილმა.

ბერა ივანიშვილი თავის გულშემატკივრებს მიმართავს და აცხადებს, რომ „ნერვებს გაუფრთხილდნენ!“

„ის კლავიატურას ამოფარებული აგრესორები არ ღირან მათი ნერვების ფასად. ვეტყოდი იმას, რაც მრავალჯერ მითქვამს ჩემი ახლობლებისთვის – სამწუხაროდ, საქართველოში არსებობს კონკრეტული ადამიანების ჯგუფი, რომლებიც ყველაფერს იზამენ, რომ ჩვენ მწყობრიდან გამოგვიყვანონ. შეეხებიან ყველაზე მტკივნეულ, ყველაზე სენსიტიურ, ყველაზე ძვირფას თემებს, რომ ჩაგვითრიონ რაიმე ინტრიგაში, ან პროვოკაციაში. ამიტომ ორმაგი თავშეკავებულობა და სიძლიერე გვმართებს. ეს სათქმელად უფრო ადვილია, მაგრამ როგორ გავამტყუნო ჩემი ძმაკაცი, ჩემი მეჯვარე ამიკო, რომელიც გამოიყვანეს ლაკი ლუჩიანო თუ პაბლო ესკობარი. ის, რომელიც ჩემ ოჯახში უახლოესი ჩემი მეგობარია და არაერთხელ ყოფილა, უცებ ინტერნეტში ვიღაც გიჟის ნაწერს კითხულობს ჩემს დედიკოზე, ის ამაზე რეაგირებას აკეთებს, კი არ გავამტყუნებ, მეც იგივეს ვიზამ, ნებისმიერი ჩემი ძმაკაცის დედაზე რომ ვნახო მსგავსი სიტყვები, მეც იგივენაირიად ვიმოქმედებ და თავს ვერ შევიკავებ. როგორ შეიძლება ჩემი ძმაკაცი გავამტყუნო ამ შემთხვევაში?“- განაცხადა ბერა ივანიშვილმა.

ამასთან, ბერა ივანიშვილმა განმარტა, ფრაზაზე „ტრი, ტრი, ტრი“.

„ტრი – ტრი“ საიდან გაიგეს საერთოდ არ ვიცი. 2010-2011 წლებში მე და ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი ხშირად დავდიოდით საფრანგეთში ჩემს მუსიკალურ საკითხებთან დაკავშირებით. ირაკლიმ ძალიან კარგად იცის ფრანგული და ერთმანეთს ხუმრობით ფრანგულ სახელებს ვეძახდით. იქ არ ვიძახი „ტრი, ტრი“-ს ვიძახი „ანტუნიი“. „ტრი, ტრი“ საიდან გაიგეს მართლა არ ვიცი“, – განაცხადა ბერა ივანიშვილმა.

გაზიარება57

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

ნოემბერი 11, 2025
4
მთავარი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ჟურნალის მზია ამაღლობელის პროცესი მიმდინარეობს. ხმაური იყო სასამართლოსთან. კერძოდ, მზია ამაღლობელის გულშემატკივრებსა და მანდატურის წარმომადგენლებს შორის კამათი იყო. მზია ამაღლობელის კოლეგებსა და გულშემატკივრებს ეზოში შესვლის და სხდომაზე...

დაწვრილებითDetails

სკოლის მოსწავლე გარდაიცვალა – ჩხარის პირველი საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაცია ავრცელებს

ნოემბერი 11, 2025
28
მთავარი

ჩხარის პირველი საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაცია ავრცელებს. „ყველაზე კეთილი, თბილი, უბოროტო და მოუსვენარი ბიჭი დაკარგა ჩვენმა სკოლამ. რა რთულია ამ დროს, სათანადო სიტყვებს მოუყარო თავი და როგორი მძიმეა რეალობისთვის თვალის...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე გააძევეს

ნოემბერი 11, 2025
15
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციის შედეგად, უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა:...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს

ნოემბერი 11, 2025
52
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 7 პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე,...

დაწვრილებითDetails

“ბლაგვი საგნის გამოყენებით სახის არეში დაზიანება მიაყენა” – ყვარლის მერის მოადგილე და საკრებულოს თავმჯდომარე დააკავეს

ნოემბერი 11, 2025
60
მთავარი

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს გივი ზაუტაშვილს, მის ძმას ნიკა ზაუტაშვილსა და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს ლევან გელაძეს შორის მომხდარ დაპირისპირების ფაქტზე, სამართალდამცველებმა ინციდენტში მონაწილე სამივე პირი დააკავა. ინფორმაციას შსს ავრცელებს....

დაწვრილებითDetails

კინორეჟისორი ელდარ მდინარაძე გარდაიცვალა

ნოემბერი 11, 2025
25
მთავარი

კინორეჟისორი, ტელეკომპანია „იმედის“ სამხატვრო ხელმძღვანელი, ელდარ მდინარაძე გარდაიცვალა. მისი გარდაცვალება დიდი დანაკარგია ქართული ტელევიზიისა და კინემატოგრაფიისთვის. ელდარ მდინარაძემ დაამთავრა სოხუმის სუბტროპიკული ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი ინჟინერ-ტექნოლოგის სპეციალობით 1973 წელს და შოთა...

დაწვრილებითDetails

გურჯაანის ერთ-ერთ სკოლაში მუნი დაფიქსირდა

ნოემბერი 11, 2025
4
მთავარი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში მუნის ორი შემთხვევა გამოვლინდა. დაავადება ერთ-ერთი საჯარო სკოლის ორ მოსწავლეს გაუჩნდა. მოზარდები ერთი ოჯახის წევრები არიან. ექიმ-ეპიდემიოლოგ ნონა ჯადუგიშვილის განმარტებით, სკოლებში საუბრები და დეზინფექცია უკვე  ჩატარებულია, მოსწავლეები კი...

დაწვრილებითDetails

პოლიციამ 283 ძირი „კანაფი“ და 3 კილოგრამამდე „მარიხუანა“ ამოიღო

ნოემბერი 11, 2025
6
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი - 1985 წელს დაბადებული რ.რ. დააკავეს. მას ბრალი ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვაში,...

დაწვრილებითDetails

ცნობილია, ზუგდიდში ავარიის დროს დაღუპულების ვინაობა

ნოემბერი 11, 2025
88
მთავარი

ავტოსაგზაო შემთხვევას ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ჯიხაშკარში ბესო ტიბუას და ბორის სიჭინავას სიცოცხლე ემსხვერპლა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება: ,,დღეს ჩვენი სოფელი ჯიხაშკარი უსაზღვრო ტკივილშია ჩაძირული… ავტოსაგზაო შემთხვევამ ორი ძვირფასი ადამიანი...

დაწვრილებითDetails

„ხვალ ჩაეხუტება თავის წლების უნახავ შვილს…” – ემიგრანტები 15 წლის გოგოს გლოვობენ

ნოემბერი 11, 2025
18
მთავარი

იტალიაში მყოფ ქართველ ემიგრანტს 15 წლის შვილი ტრაგიკულად დაეღუპა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. „ჩემო ემიგრანტებო... ჩვენ სიკეთით სავსე ემიგრატს, ჩვენ ზურას რომელიც ემიგრატებს ყველა გასაჭირში გვერდით უდგას, გუშინ უდიდესი...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».