ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ექიმი ზაზა ლომინაძე განიხილება. არსებული ინფორმაციით, ლომინაძეს “ქართული ოცნება” ხვალ წარადგენს. ინფორმაციას ადასტურებს ზაზა ლომინაძე.
მისი თქმით, მისი კანდიდატურა მეგობართა ჯგუფის მიერ შეირჩა.
ზაზა ლომინაძე ქუთაისის მეხუთე მოწვევის საკრებულოს დეპუტატი იყო. ასევე არის ინფექციური საავადმყოფოს ერთ- ერთი დამფუძნებელი.
ცნობისთვის, მმართველი პარტია მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს 20 ივლისს დაასახელებს.