სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიის დროს დაღუპული დედა-შვილი და ტაქსის მძღოლი სენაკის მკვიდრები იყვნენ.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა, სადაც სამი პირი ზუგდიდიდან იყო, ტაქსს შეეჯახა.
თვითმხილველის ინფორმაციით, ლილი ბაღათურია და ტაქსის მძღოლი ადგილზე დაიღუპნენ, ხოლო ლილის დედა საავადმყოფოში. ბაღათურიებს სენაკში ცნობილი საკონდიტრო „აპეტიტო“ აქვთ.
ავტოსაგზაო შემთხვევა დილით მოხდა. გარდაცვლილ ქალს ორი შვილი დარჩა. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო.
ამავე თემაზე:
რას მოესწრო დედა, მეოთხე შვილს მარხავს – ვინ არის მამაკაცი, რომელიც სამტრედიაში ავარიას ემსხვერპლა