იმერეთში “ქართული ოცნების” მაჟორიტარი კანდიდატების ვინაობა ცნობილია. იმერეთი ერთადერთი რეგიონია ქვეყანაში, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოში ოთხი მაჟორიტარი ეყოლება.
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ექიმი ზაზა ლომინაძე დასახელდა.
ზაზა ლომინაძე ქუთაისის მეხუთე მოწვევის საკრებულოს დეპუტატი იყო. ასევე არის ინფექციური საავადმყოფოს ერთ- ერთი დამფუძნებელი.
სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა, და ხონის მუნიციპალიტეტებში მაჟორიტარ კანდიდათ გივი ჭიჭინაძე დასახელდა. ის წლების განმავლობაში იყო იმერთის გუბერნატორი.
საჩხერის, ჭიათურისა და ხარქაგაულის მაჟორიტარი კანდიდატი იქნება პაატა კვიჟინაძე, რომელიც მაღალი კვალიფიკაციის ეკონომისტია.
ზესტაფონის, ბაღდათისა და თერჯოლის მაჟორიტარ კანდიდატ ბეჟან წაქაძე დასახელდა.
მმართველმა პარტიამ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები რამდენიმე წუთის წინ წარადგინა.