დღეს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გამოაქვეყნა. საქმეზე ოთხი ექსპერტი მუშაობდა, მათ შორის არის 96 წლის რევაზ კაპანაძე.
რევაზ კაპანაძეს ამ სპეციალობით მუშაობის 60-წლიანი სტაჟი აქვს. როგორც ოფიციალურ დოკუმენტში ვკითხულობთ, ის სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის ჰისტოლოგიური ექსპერტიზის სამმართველოს ექსპერტია.
მისი ბიოგრაფია ასე გამოიყურება:
- კაპანაძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1948 წელს დაამთავრა.
- 1948–1951წწ. იყო თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფოს ექიმი–პათოლოგანატომი; 1952–1953წწ. თბილისის პირველი კლინიკური ტუბ. საავადმყოფოს პათოლოგანატომიური განყოფილების გამგე;
- 1953–1957წწ. მ. წინამძღვრიშვილის სახელობის კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის ინსტიტუტის პათოლოგანატომიური განყოფილების უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი;
- 1957–1960წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი;
- 1960–1968წწ. განყოფილების გამგე.
- ავტორია 182 სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები;
- მისი ხელმძღვანელობით დაცულია 16 საკანდიდატო და 6 სადოქტორო დისერტაცია.
- მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მედიკო–ბიოლოგიური აკადემიის აკადემიკოსი.
- საკანდიდატო დისერტაციის თემა – “გულისა და მისი საინერვაციო მექანიზმების სტრუქტურული ცვლილებები უეცარი კარდიოლოგიური სიკვდილის დროს”, დაიცვა 1957 წელს.
- სადოქტორო დისერტაციის თემა – “მიოკარდიუმის ჰისტოქიმიური ცვლილებები მწვავე დაღლილობისა და აორტის სტენოზის დროს ექსპერიმენტში”, დაიცვა 1966 წელს.
ფოტოები აღებულია პულსი TV-ს გადაცემიდან.
fortuna.ge