ახალი კორონავირუსული ინფექციით ქუთაისში 62 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. მამაკაცი მკურნალობის ცენტრს “კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრში გადიოდა.
მამაკაცი კლინიკაში ბათუმინდა 24 სექტემბერს შემოვიდა და შემოსვლისთანავე მართვით სუნთქვაზე გადავიდა.
პაციენტს ორმხრივ მწვავე პნევმონიასთან და სუნთქვის მწვავე უკმარისობასთან ერთად, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება აღენიშნებოდა.
ჩატარებული ღონისძიებების მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
კლინიკა ბომონდში კოვიდცენტრი 14 სექტემბრიდან ფუნქციონირებს. ამ დრომდე კლინიკაში ვირუსი 80-მა პაციენტმა დაამარცხა.
დღეს იმერეთში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსი დაუდასტურდა 2 მოსწავლეს, რის გამოც ქუთაისის 2 სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. კოვიდ19 ასევე დაუდასტურდა ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის თანამშრომელს.