ანა ალექსანდრია ახალი ბანკირების მსოფლიო ოცეულშია. ინფორმაციას ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი ავრცელებს.
ანა ალექსანდრია GAU-ს ბიზნესის სკოლის QUANT პროგრამის კურსდამთავრებულია. ქართველი გოგონა ახალი ბანკირების სიაში, ლონდონის ბიზნესის სკოლის მაგისტრატურის უმაღლესი შეფასებებით დასრულების შემდეგ აღმოჩნდა.
ამჟამად ანა ალექსანდიას ფოტო ნიუ-იორკში, ბროდვეიზე, „მორგან სტენლის“ სათავო ოფისის ფასადზე შეგიძლიათ იხილოთ.
შეგახსენებთ, რომ „მორგან სტენლი“ ცნობილი, ამერიკული საინვესტიციო ბანკია, რომელიც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ოპერირებს.
“ეს, ნიუ იორკში, ბროდვეიზე, მორგან სტენლის სათავო ოფისის ფასადზე ქართველი ემიგრანტის ფოტოა – 2020 წლის დებიუტანტი, ინვესტმენტბანკირი Ana Aleksandria? ანა ამ ფინანსური მაგნატის ახალი ბანკირების მსოფლიო ოცეულში მოხვდა ლონდონის ბიზნესსკოლის მაგისტრატურის უმაღლესი შედეგებით.? ?? ვინც იცნობს, კარგად იცის, რომ ეს ანას თავგადადებული სწავლისა და დაუღალავი შრომის დამსახურებული შედეგია. წარმატებები ჩვენს სასახელო ემიგრანტს!!!❤️❤️❤️❤️❤️❤️” – წერენ ემიგრანტების ჯგუფში.