ახალგაზრდა ქალი, რომელიც ქუთაისში საცხოვრებელ სახლში ყელგამოჭრილი ნახეს, 30 წლის ელისო ჩეჩელაშვილია.
მეზობლები „პრაიმტაიმს“ უყვებიან, რომ ახალგაზრდა ქალი ნაქირავებ ბინაში 12 წლის შვილთან და მეგობარ გოგოსთან ერთად ცხოვრობდა.
ტრაგედიის ღამეს კი იმ მომენტისთვის სახლში არც შვილი და არც მეგობარი იმყოფებოდა.
„შვილი გამოაცილა სადარბაზომდე და მხარზე ხელი დაადო და უთხრა აბა ჭკვიანადო, ეს იყო მისი უკნასკნელი სიტყვები, რომელიც შვილს უთხრა“, – იხსენებენ მეზობლები.
ქალის ყვირილის ხმა ღია ფანჯრიდან დაახლოებით 9 საათისთვის შემოესმათ.
„გავიგონე ხმა, მიშველეთო რომ იძახდა, ალაბთ მაშინ დანას ურტყამდა. მეზობლები აცვივდბენ, მაგრამ კარი ჩაკეტილი დახვდათ და ქალის ხმა არ ისმოდა.
უკან გამობრუნდნენ იფიქრეს, რომ არაფერი არ იყო, მაგრამ კარგა ხანს რომ არ გამოჩნდა, დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, ჯერ სამაშველოს გამოვუძახეთ რომ კარი გაეღო და მერე პილიციას.
საბოლოო ჯამში, ყვირილიდან ორ საათში შევძელით ასვლა, მაგრამ ქალი სისხლში ცურავდა“, – ამბობს ერთ ერთი მეზობელი.
ისინი ამბობენ, რომ რეაგირება მათაც დააგვიანეს და პატრულსაც დააგვიანდა მოსვლა. თუმცა, თვლიან რომ ქალს იმდენი სასიკვდილო ჭრილობა ჰქონდა, მაინც ვერ გადარჩებოდა.
ამ დროისთვის ახალგაზრდა ქალის ყველა მეზობელი დაკითხულია.
„არანაირი ვერსია არ გვაქვს, არ შეგვინიშნავს ვინმე უცხო გამოსულიყოს სადარბაზიდან. წარმოდგენა არ მაქვს ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო“,- ამბობენ მეზობლები.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის 108–ე მუხლითა დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ წუხელ ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას #27-ში მდებარე ბინაში ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს.
primetime.ge
დღეს ჩვენი მეგობარი მოკლეს – რას წერს ადვოკატი ლევან ჭელიძე ქუთაისში მოკლული გოგონას შესახებ (+ფოტო)