24 ებერვალს რუსულმა არმიამ უკრაინის საზღვარი გადაკვეთა და ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები დაიწყო, რაც ამ დრომდე გრძელდება.
რუსეთ-უკრაინის ომმა მთელი მსოფლიო გააერთიანა, განურჩევლად პროფესიული საქმიანობისა, მათ შორის სპორტსმენებიც.
სპორტსმენების მხრიდან უკრაინისადმი სოლიდარობის გამოხატვის არაერთი მაგალითი ვიხილეთ, თუმცა ამჯერად საქმე კეილორ ნავასს ეხება.
“პსჟ”-ს კოსტა რიკელმა მეკარემ გადაწყვიტა, რომ საომარი მოქმედებების ფონზე დაზარალებული 30 უკრაინელი საკუთარ სახლში შეიფაროს.
კეილორ ნავასმა საკუთარი სახლის გაზიარებასთან ერთად, შეფარებულ ადამიანებს, ყველანაირი პირობები და კომფორტი შეუქმნა იმისათვის, რომ მშვიდ გარემოში ამყოფოს. უცხოურ პრესაში ირწმუნებიან, რომ ნავასმა, საკუთარ ოჯახთან ერთად, 30 ახალი საწოლი შეიძინა, ასევე – კინოთეატრები, რომლის მოხმარების უფლებაც თითოეულ სტუმარს შეეძლება და ბუნებრივია, საკუთარ თავზე აიღო “სტუმრების” საკვებით უზრუნველყოფა.