გორში 44-წლის კაცი სასიკვდილოდ დაჭრეს. დანით ჭრილობა მდგმურმა მიაყენა. არსებული ინფორმაციით, საკუთარ სახლში პოლიციელი, დავით სვიანაძე მოკლეს.
წინასწარი ინფორმაციით, ბრალდებული კვერნაქის ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე დააკავეს.
ბრალდებული თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეა და ის ქირით სვიანაძის სახლში ცხოვრობდა.
primetime.ge